Saturday, March 27, 2010

(not) alone . . .



რა ცუდია როცა ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ყველამ მიგატოვა, რა ცუდია როცა გგონია რომ ამაზე საშინელი პერიოდი არ ყოფილა შენს ცხოვრებაში და ვეღარ გაუძლებ. რა ძნელია როცა ბოლომდე ვერ გამოხატავ როგორც გტკივა, რა ძნელია როცა ჩუმად ხარ...
რა ძნელია როცა ვიღაცას გულს ტკენ, უბრალოდ სხვა გამოსავალს აღარ გიტოვებს და მაგიტომ, რა ძნელია მიახვედრო და დაანახო, რომ არაფრობისთვის ბრძოლა არ ღირს, გინდა დააჯერო რომ თავი მაღლა უნდა აწიოს, ცხოვრებას თვალი გაუსწოროს და მიიღოს ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორიც უნდა რომ იყოს...
ალბათ ძნელია იპოვო საკუთარ თავში ძალა და სირთულეებს გაუმკლავდე, მაგრამ ცხოვრების მთავარი "ხიბლიც" ხომ სწორედ ეს სირთულეებია. ერთი მილიარდელი კაცის ამბავი მახშენდება ძალიან ხშირად, რომელიც 1 ზომით პარატა ფეხსაცმელს ყიდულობდა. რომ კითხეს რატომო, არანაირი სურვილი და პრობლემა მე არ მაქვს და რამემ ხო უნდა შემაწუხოსო?! ეეჰ... ეგეთებიც ხდება?!. ალბათ, მაგრამ იშვიათად.
მინდა ყველამ ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა . . .
არ დავუხაროთ თავი ცხოვრებას . . .
უბრალოდ  ისე ვიცხოვროთ რომ უკან მოხედვის არ შეგვეშინდეს . .

No comments:

Post a Comment