Tuesday, May 4, 2010

4 U < 3 (only)



რაღაც მოულოდნელი მოვლენასავით დაგვატყდა თავს...
თუმცა სასიამოვნოა ყოველივე ეს,
მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელობები არ მიყვარს(თუნდაც კარგი),
ვიცი, ამაში არ მეთანხმები :)
თუმცა მე თუ მკითხავ საერთოდ არაა საჭირო

ყველაფერში დავეთანხმოთ ერთმანეთს,
პირიქით - როგორც არ უნდა ვგავდეთ, მაინც + იზიდავს -
ხანდახან უსიტყვოდ ერთმანეთის გაგებაც კარგია,
კარგია რომ ყველაფერი იდეალურთანაა მიახლოვებული და არა - იდეალურია,
კარგია რომ ერთმანეთს ვავსებთ,
კარგია რომ ერთად ყოფნის დროს სიჩუმით ტკბობაც შეგვიძლია,

Thursday, April 8, 2010

Feelings . . .

(გაზაფხულის პირას დაწერილი და "drafts-ში" შემთხვევიტ ნაპოვნი პოსტი) :)


მდააა, მეც დაგიბრუნდიიით : ) რა ხდება ესიგი ახალი და კარგი? არც არაფერი... ძველებურადაა ყველაფერი. ვიღაცამ მითხრა იმ დღეს გაზაფხული მოდისო. ჰოო სწორედ ის გაზაფხული რომელიც ბევრ კარგ შეგრძნებას უნდა იწვევდეს . . .


მარა მე რატომღაც ვერ ვგრძნობ... ნეტავ რატო? ალბათ გადაღლილი ვარ ძალიან, ან კიდევ მივეჩვიე ზამთრის მომაბეზრებელ ერთფეროვნებას, სუსხს და სიცივეს ... :|


მარა სულაც არ მინდა ჩემი ცხოვრების რომელიმე დღე ისეთი ერთფეროვანი იყოს როგორიც ზამთრის დღეებია... თუმცა ხანდახან არც უმაგისობაა, რაც მთავარია ღიმილის თავი სულ მაქვს, კარგი შეგრძნებებისა და განწყობის გარეშე არ შემიძლია.

Sunday, April 4, 2010

with my feelings ...

მარტოობაში გამეფებულა სიჩუმე, თვითონ ცუდად ხარ და ცდილობ სხვას დაეხმარო, საკუთარ პრობლემას ჭრი, მაგრამ გული მაინც ძალიან გტკივა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობ... მაინც შეუხორცებელი ჭრილობაა ჯერჯერობით, რომელიც საუკუნოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაგიტოვებს თავხედურ ნაიარევს... ყოველ შეხედვაზე ისევ გაგახსენდება, გაგიკვირდება თუ რამ შეძლო ასეთი დიდი გრძნობის და ამხელა სიყვარულის შეცვლა...

სხვასაც იმასვეს ურჩევ : "არ ღირს თავის დატანჯვა როცა ვერ გაფასებენ, დამიჯერე! "

ჯობს სანამ დრო გაქვს ისევ შენ გაიქცე,

Saturday, March 27, 2010

Hold me tight . . .




. . . albaT Zalian bevrjer gqoniaT yvelafris Tavidan dawyebis survili . . .
roca garSemo rac xdeba absoluturi siulele ggonia. . .
cdilob koncentracia moaxdino erT saganze, movlenaze. . . magram ver axerxeb . . . ar gyofnis Zala raRac axali gaakeTo, samyaro ukeTesobisaken Secvalo . . .
gaqvs grZnoba rom marto xar, miuxedavad imisa rom bevri megobari gyavs garSemo. . . am dros TiTqos gWirdeba iseTi viRac, vinc magrad Cagixutebs da dagawynarebs. . . magram is "viRac" ar Cans samwuxarod . . .
cdilob yvelas gaugo, magram rac ufro metad cdilob ufro da ufro Sordebi maT . . .
ginda raRac axali, TiTqos daviwyebuli Zveli . . . xalisi gekargeba yvelafris.
magram saxidan Rimils jiutad ar iSoreb . . . Tavs ar utydebi, arc sxvebs. . .
TiTqos verc amCnev ra Seicvala SensSi . . .
iqneb arc araferi, ubralod survili gagiCnda raRac axali akeTo . . .
Zveli daiviwyo . . .
cota xniT Caidziro sakuTar TavSi da realobas mowyde.
ifiqro sxva fiqriT da sxvisi TvaliT Sexedo sakuTar Tavs . . .
iqneb yvelaferi arc ise cudataa Sen rom fiqrob, iqneb piriqiTaa . . .
isev giwevs sakuTar azrebze gaiRimo mainc . . .

Everywhere


სადაც არ უნდა წახვიდე და რამდენიც არ უნდა იტრიალო, ძნელია გასცდე იმ თემას რომელსაც სიყვარული ქვია <3


ხანდახან წიგნს რომ გადავშლი და ისევ ეს თემა მხვდება ვბრაზდები, მაგრამ მერე ვხვდები რომ სხვანაირად არ გამოვა, ეს თემა ყოველთვის აქტუალური და მეტნაკლებად საინტერესოა, ამიტომ მეც გადავწყვიტე დამეწერა, თუმცა ვერაფერს დავწერ ახალს და აზრიანს, ან ისეთს რაც რამეს შეცვლის....

თან ძალიან გაცვეთილი თემაა, მაგრამ მაინც რა არის სიყვარული? რაღაც გულში რომ შემოგიძვრება და სულს აგიფორიაქებს?/:) ეეგ? თუ რაღაც ბევრად კარგი და საინტერესო, ყოველთვის ახალი, მაგრამ მაინც ძველი, თბილი, ტკბილი,



Listens like Spring and talks like June





ზაფხულის ტკბილი სუნი... მოდის, ხო მოდის... ბევრი სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით და ახალი შეგრძნებით აღსავსე... ვაიმე რა მაგარია.
ძლივს არ დადგა ამ დაუსრულებელი, ცივი ზამთრის მერე გაზაფხული?! :> მაგრამ წინ ბევრად ტკბილი ზაფხული გველის. რომელსაც პირადად მე მოუთმენლად ველი :)
რა კარგია, გარეთ რომ გაიხედავ და თბილი მზეა, ცხოვრებაც უფრო გიხარია, ყველაფერს უფრო მძაფრად გრძნობ - მაგრამ კარგსაც და ცუდსაც :) სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო საბედნიეროდ, ცუდის გარეშე კარგს რა აზრი ექნებოდა :) უფრო ტკბილია ასე, ცუდის ფონზე კარგი...

i don't know what and why ...



ესეიგი რაღაც ვხვდები რომ მეწერინება, მაგრამ ვერ ვხვდები რისი დაწერა მინდა... ეგრე ვარ ხშირად, ვხვდები რომ რაღაც აზრებს უნდათ გარეთ გამოსვლა მაგრამ ვინ უშვებს?:)


როცა მოფიქრებული მქონდა რა რამეწერა დამეზარა და...

იცი რისი კითხვა მინდა? რატო არის ბევრი ადამიანი ძალიან შეუგნებელი?:| რატომ იციან ერთი რაღაცის ამოჩემება და ჩაციკვლა...

არ მომწონს ეგ რა... შევწუხდი უკვე. რაღაც თავმოყვერობის და სისულელეების გამო რომ არ განებებს თავს და გონია რამეს უკეთესობისკენ ცვლის ამით...