Thursday, April 8, 2010

Feelings . . .

(გაზაფხულის პირას დაწერილი და "drafts-ში" შემთხვევიტ ნაპოვნი პოსტი) :)


მდააა, მეც დაგიბრუნდიიით : ) რა ხდება ესიგი ახალი და კარგი? არც არაფერი... ძველებურადაა ყველაფერი. ვიღაცამ მითხრა იმ დღეს გაზაფხული მოდისო. ჰოო სწორედ ის გაზაფხული რომელიც ბევრ კარგ შეგრძნებას უნდა იწვევდეს . . .


მარა მე რატომღაც ვერ ვგრძნობ... ნეტავ რატო? ალბათ გადაღლილი ვარ ძალიან, ან კიდევ მივეჩვიე ზამთრის მომაბეზრებელ ერთფეროვნებას, სუსხს და სიცივეს ... :|


მარა სულაც არ მინდა ჩემი ცხოვრების რომელიმე დღე ისეთი ერთფეროვანი იყოს როგორიც ზამთრის დღეებია... თუმცა ხანდახან არც უმაგისობაა, რაც მთავარია ღიმილის თავი სულ მაქვს, კარგი შეგრძნებებისა და განწყობის გარეშე არ შემიძლია.

Sunday, April 4, 2010

with my feelings ...

მარტოობაში გამეფებულა სიჩუმე, თვითონ ცუდად ხარ და ცდილობ სხვას დაეხმარო, საკუთარ პრობლემას ჭრი, მაგრამ გული მაინც ძალიან გტკივა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობ... მაინც შეუხორცებელი ჭრილობაა ჯერჯერობით, რომელიც საუკუნოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაგიტოვებს თავხედურ ნაიარევს... ყოველ შეხედვაზე ისევ გაგახსენდება, გაგიკვირდება თუ რამ შეძლო ასეთი დიდი გრძნობის და ამხელა სიყვარულის შეცვლა...

სხვასაც იმასვეს ურჩევ : "არ ღირს თავის დატანჯვა როცა ვერ გაფასებენ, დამიჯერე! "

ჯობს სანამ დრო გაქვს ისევ შენ გაიქცე,