Saturday, March 27, 2010

Everywhere


სადაც არ უნდა წახვიდე და რამდენიც არ უნდა იტრიალო, ძნელია გასცდე იმ თემას რომელსაც სიყვარული ქვია <3


ხანდახან წიგნს რომ გადავშლი და ისევ ეს თემა მხვდება ვბრაზდები, მაგრამ მერე ვხვდები რომ სხვანაირად არ გამოვა, ეს თემა ყოველთვის აქტუალური და მეტნაკლებად საინტერესოა, ამიტომ მეც გადავწყვიტე დამეწერა, თუმცა ვერაფერს დავწერ ახალს და აზრიანს, ან ისეთს რაც რამეს შეცვლის....

თან ძალიან გაცვეთილი თემაა, მაგრამ მაინც რა არის სიყვარული? რაღაც გულში რომ შემოგიძვრება და სულს აგიფორიაქებს?/:) ეეგ? თუ რაღაც ბევრად კარგი და საინტერესო, ყოველთვის ახალი, მაგრამ მაინც ძველი, თბილი, ტკბილი,



ხანდახან ცრემლიანი, ხანდახან მარტოსული და მოწყენილი, თუმცა მაინც ამაღელვებელი და სუნთქვის შემკვრელი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამავდროულად ამოუცნობი, გამაგიჟებელი, გასაგიჟებელი, თავბრუსდამხვევი, ჭკუის ამრევიც...  :))))))))))))))))))))

რაღაც კარგია, ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები რომ სიტყვებით ამის ახსნა შეუძლებელია და არც უნდა იყოს შესაძლებელი... <3>

No comments:

Post a Comment